კორონავირუსის ახალი სახეობების გავრცელების პრევენციის მიზნით, ბრიტანეთი საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს
კორონავირუსის ახალი სახეობების გავრცელების პრევენციის მიზნით, ბრიტანეთი საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს

„კოვიდ-19“-ის ახალი სახეობების გავრცელების პრევენციის მიზნით, ბრიტანეთი საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

ახალი განკარგულების მიხედვით, ამიერიდან ქვეყანაში შემავალი ყველა ადამიანი ვალდებული იქნება, თან იქონიოს „კოვიდ-19“-ის ნეგატიური ტესტის პასუხი, შემდეგ კი, აუცილებლად უნდა გადავიდეს იზოლაციაში. იზოლაციის პერიოდი 10 დღით არის განსაზღვრული.

ბრაზილიაში დაფიქსირებული ვირუსის ახალი სახეობის გამო, ბრიტანეთმა ფრენები აკრძალა სამხრეთ ამერიკასთან, პორტუგალიასთან და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან.