კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ორი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ორი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ორი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

გუშინ გაგზავნილი რვა საკვლევი მასალიდან ორი დადებითია.

ახალი შემთხვევები უკვე ცნობილ, სამედიცინო კლასტერს უკავშირდება და ინფიცირებული ადამიანების ოჯახის წევრები არიან.

ამასთან, დღის ბოლომდე თეთრიწყაროში კარანტინში მყოფი პირების პასუხებსაც ელოდებიან. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 12 კი გამოჯანმრთელდა.