კორონავირუსის ახალ შემთხვევათა შორის შვიდი ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებია

10:07, 10.09.2020

ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შვიდ პირს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა, ზურაბ ნემსიწვერიძემ.

ნემსიწვერიძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ ინფიცირებულ მოქალაქეებს.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ცხრა პაციენტი.

მსგავსი