კორონავირუსის ახალ შემთხვევათა შორის ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის 12 თანამშრომელია

12:58, 23.09.2020

კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევათა შორის ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის 12 თანამშრომელია. მათგან შვიდი პედაგოგი, ერთი ფსიქოლოგი და ოთხი დამლაგებელია.

სკოლის დირექციის ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან ერთი ექიმების დაკვირვების ქვეშ ბინაზე მკურნალობს, დანარჩენები კი კლინიკებში გადაიყვანეს.

აჭარაში რთული ეპიდსიტუაციის გამო, ყველა საჯარო სკოლაში სწავლება დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, 165 აჭარაში.

მსგავსი