კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარას უკავშირდება

10:05, 09.09.2020

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 25 აჭარას უკავშირდება.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 2700 „პისიარ“ ტესტირება ჩატარდა. აქედან 25 პირის ნიმუშის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ოთხით გაიზარდა.

მსგავსი