აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 389 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად რეგიონის კლინიკებში 943 პაციენტი მკურნალობს, კოვიდ სასტუმროში – 1 629, ბინაზე კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 210 ინფიცირებული.
ამასთან, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 49 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
სულ აჭარაში „კოვიდ-19“ დაამარცხა 23 860-მა პაციენტმა.