კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევიდან 82 გურიაში გამოვლინდა
კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევიდან 82 გურიაში გამოვლინდა

კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევიდან 82 გურიაში გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, მათ შორის არიან ბავშვებიც.

„ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ წუთს შეიძლება, შეიცვალოს. ამდენად, რთული სათქმელია, ინფიცირებულთა ზუსტი რიცხვი. მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. საეჭვო პაციენტების „პისიარ“ კვლევები გრძელდება. შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 230 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 30.

ამასთან, დღეს გამოვლენილი 3 157 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 249 შემთხვევა, აჭარა – 516, იმერეთი – 477, ქვემო ქართლი – 178, შიდა ქართლი – 181, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 212, კახეთი – 70, მცხეთა-მთიანეთი – 121, სამცხე-ჯავახეთი – 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 82 835 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 65 291 გამოჯანმრთელდა, 733 კი, გარდაიცვალა.