კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევიდან ხუთის ინფიცირების წყარო უცნობია
კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევიდან ხუთის ინფიცირების წყარო უცნობია

კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევიდან, ორი ე.წ. დონას კლასტერია, ხუთზე კვლევა მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი რუსთავის „ავერსის“ კლინიკის კლასტერია, ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი პაციენტი გადმოყვანილია ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთი), ორი შემთხვევა იმპორტირებულია, 13 შემთხვევა ეპიდაფეთქების კერაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, ხოლო ხუთ შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.

როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, მათთან კლინიკაში ამ დროისთვის 19 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.