კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 129, იმერეთში – 31, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 17
კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 129, იმერეთში – 31, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 17

კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 129, იმერეთში – 31, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 17. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 248 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, აჭარა – 16, იმერეთი – 31, ქვემო ქართლი – რვა, შიდა ქართლი – 14, გურია – ექვსი, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 17, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – შვიდი, სამცხე-ჯავახეთი – ერთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – სამი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 108, საიდანაც 1 472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 712, აჭარაში – 166, იმერეთში – 264. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი, მათ შორის, თბილისში – 100, აჭარაში – 30, იმერეთში – 74.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 91 პირი, მათგან თბილისში – 60, აჭარაში- 4, იმერეთში – 11. 171 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 108 – თბილისში, 51 – აჭარაში, იმერეთში – ცხრა. 465 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 323 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 99, ხოლო აჭარაში – 81. სულ 6 ოქტომბრიდან – 27 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 320 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 065 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 452 პირი, აჭარაში – 382, იმერეთში – 664.