კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან ოთხი ფოთში დადასტურდა
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერ ნინო ლეფსაიას განცხადებით, კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან ოთხი ფოთში დადასტურდა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ეპიდკვლევა.
„ინფიცირებულთა წყაროებიდან ერთი თბილისს უკავშირდება და მეორე ე.წ. ბათუმის კლასტერს. თვითიზოლაციაში იმყოფება 43 ადამიანი, რომელთაგან ორი საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული. ველოდებით მონაცემების ცვალებადობას. ამ დროისთვის მდგომარეობა კონტროლირებადი და სტაბილურია. მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები“, – განაცხადა ნინო ლეფსაიამ.