კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარას უკავშირდება
კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარას უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარას უკავშირდება. ასევე, 34 შემთხვევა თბილისს, 11 იმერეთის რეგიონს, ოთხი კი, ქვემო ქართლს უკავშირდება.

გარდა ამისა, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ახალი ინფიცირებულებიდან სამი გურიასთან, ერთი შემთხვევა კი კახეთთან არის დაკავშირებული.

„კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დაგვემატა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში გვაქვს 3 019 დადასტურებული შემთხვევა. ამ 182 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: აჭარა არის 129, აქედან 114  ბათუმს უკავშირდება, ქობულეთს – 11,  ქედას – სამი, შუახევს – ერთი. თბილისში არის 34 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთში – 11, ქვემო ქართლში, რუსთავის სახით – ოთხი, გურიაში სამი, ერთი შემთხვევა კი კახეთს უკავშირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, საქართველოში კორონავირუსისგან 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ჯამში განკურნებულთა პროცენტული მაჩვენებელი 46-ია.

„გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მხოლოდ 13-ით გაიზარდა. იყო 1 422 და არის 1 435. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 46-ია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.