კორონავირუსის 132 ახალი შემთხვევიდან 60 თბილისში გამოვლინდა
კორონავირუსის 132 ახალი შემთხვევიდან 60 თბილისში გამოვლინდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 132 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 60 შემთხვევა, აჭარაში – რვა, იმერეთში – 11, ქვემო ქართლში – ცხრა, შიდა ქართლში – 11, გურიაში – 11, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 12, კახეთში – ექვსი, მცხეთა-მთიანეთში – სამი, სამცხე-ჯავახეთში – ერთი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 1 446, საიდანაც 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 163, აჭარაში – 9, იმერეთში – 73.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 70 პირი, მათ შორის, თბილისში – 43, აჭარაში – ექვსი, იმერეთში – 9. 1 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.