კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო ლილოს ბაზრობას უკავშირდება, ვირუსი დაუდასტურდა სამედიცინო პერსონალის ორ წარმომადგენელსაც
კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო ლილოს ბაზრობას უკავშირდება, ვირუსი დაუდასტურდა სამედიცინო პერსონალის ორ წარმომადგენელსაც

საქართველოში კორონავირუსის დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან სამი პაციენტის ინფიცირების წყარო ლილოს ბაზრობას უკავშირება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ხუთი შემთხვევა იმპორტირებულია, ასევე ინფიცირებულია სამედიცინო პერსონალის ორი წარმომადგენელი.

„13 პაციენტის განაწილება ასეთია: სამი პაციენტის ინფექციის წყარო გახლავთ ლილოს ბაზრობა; ერთი პაციენტის – გაჩიანი; ხუთი შემოტანილი შემთხვევაა და აქედან ოთხი სატვირთო ავტომობილის მძღოლია; ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი; ორი – სამედიცინო პერსონალი. ერთი შემთხვევაში კი, კონტაქტებისა და წყაროს მოძიებაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.