ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროს ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილე მაღაროელებს შორის დაპირისპირება მოხდა
ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროს ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილე მაღაროელებს შორის დაპირისპირება მოხდა

ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროს ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილე მაღაროელებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები მათ მაღაროში ჩასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ ინფორმაციით, მათი წარმომადგენლები მაღაროში მონიტორინგის მიზნით ჩავიდნენ.

ამ დროისთვის ინცინდენტი ამოწურულია. აქცია გრძელდება ჭიათურის ცენტრში, სადაც შვიდი ადამიანი შიმშილობს, მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.