კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა 40 დასახლებაში კომენდანტის საათის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო
კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა 40 დასახლებაში კომენდანტის საათის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა 40 დასახლებაში კომენდანტის საათის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კერძოდ, „კომენდანტის საათის“ ცხადდება იმ ქალაქებში, სოფლებსა და რაიონებში, რომლებიც „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობით ე.წ. „წითელ ზონადაა“ მიჩნეული. ამ დასახლებებში დაიხურება საგანმანათლებლო დაწესებულებები.

კომენდანტის საათი „წითელ ზონებში“ 8 სექტემბრის 19:00 საათიდან შევა ძალაში და დილის 05:00 საათამდე ერთი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

ბოლო დღე-ღამეში ისრაელში კორონავირუსის 3 425 შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ისრაელში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 135 288 შემთხვევა, საიდანაც 106 297 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობა ცხრით გაიზარდა და ჯამში 1 031 შეადგინა.