„კორიერე დელო სპორტი“ - „ოქროს ბურთს“ კრიშტიანო რონალდო მოიგებს
„კორიერე დელო სპორტი“ - „ოქროს ბურთს“ კრიშტიანო რონალდო მოიგებს

„იუვენტუსის“ პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო 2019 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდება. ამის შესახებ ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა „კორიერე დელო სპორტმა“ დაწერა.

გაზეთის მონაცემებით, ჟურნალ „ფრანს ფუტბოლის“ დელეგაცია უკვე სტუმრობდა ტურინს, სადაც შეხვდა რონალდოს და „იუვენტუსის“ სპორტულ დირექტორს ფაბიო პარატიჩის.

ვარაუდობენ, რომ რონალდოს ინტერვიუ, რომელიც „ფრანს ფუტბოლის“ 29 ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა – ნაწილია პორტუგალიელთან დიდი საუბრის, რომელიც მის კარიერაში რიგით მეექვსე „ოქროს ბურთის“ მოპოვებას მიეძღვნა.

„ფრანს ფუტბოლი“ ოფიციალურად გამარჯვებულს 2 დეკემბერს გამოაცხადებს.

კრიშტიანო რონალდოს გარდა, „ოქროს ბურთის“ მოპოვების მთავარი კანდიდატები არიან „ლივერპულის“ მცველი ვირიჯილ ვან დეიკი და „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი.