კორღლაძემ ლოკომოტივი „დაქოქა“ - თბილისელებმა ზედიზედ მეოთხედ მოიგეს
„მიხეილ მესხი 2“-ზე „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-16 ტურის მორიგ შეხვედრაში თბილისის „ლოკომოტივმა“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით დაამარცხა.
მთავარი ამბები შეხვედრის ბოლო წუთებზე მოხდა: 85-ე წუთზე შოთა შეყილაძემ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლით „ლოკომოტივი“ დააწინაურა, ხოლო 90+3 წუთზე ირაკლი სიხარულიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „ლოკომოტივის“ სასარგებლოდ.
ლევან კორღლაძის ხელმძღვანელობით თბილისელებმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს და ამ გამარჯვებით ხუთეულს მიუახლოვდნენ. გუნდმა 21 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზეა, საჩხერელებთან ჩამორჩენა კი მინიმუმამდე შეამცირა.