კორეის ვარსკვლავებთან რონალდოს უთამაშებლობის გამო, „იუვენტუსს“ შესაძლოა უჩივლონ
კორეის ვარსკვლავებთან რონალდოს უთამაშებლობის გამო, „იუვენტუსს“ შესაძლოა უჩივლონ

ტურინის „იუვენტუსის“ და კორეის ჩემპიონატის ვარსკვლავებს შორის გამართული ამხანაგური მატჩის ორგანიზატორებმა, შესაძლოა, იტალიურ კლუბს უჩივლონ, იტყობინება „კორიერე დელო სპორტი“.

ამის მიზეზი მატჩში კრიშტიანო რონალდოს უთამაშებლობაა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა, როცა მხარეთა შეთანხმებით მას მატჩში მონაწილეობა უნდა მიეღო.

ტურინელთა განცხადებით, თავდამსხმელმა კუნთის პრობლემის გამო ვერ შეძლო თამაში. შეხვედრა „იუვენტუსსა“ და კორეის ლიგის ვარსკვლავებს შორის ანგარიშით 3:3 დასრულდა.

მატჩის შემდეგ კორეის ლიგის ხელმძღვანელობამ გულშემატკივრებს რონალდოს უთამაშებლობის გამო ბოდიში მოუხადა.