კორეის რესპუბლიკის ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
კორეის რესპუბლიკის ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2025 წლის 18 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჰიონდუ კიმმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა მიულოცა ჰიონდუ კიმს საქართველოში კორეის რესპუბლიკის პირველ რეზიდენტ ელჩად დანიშვნა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.

„მხარეებმა აღნიშნეს, რომ თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა უაღრესად პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველო-კორეის სამომავლო თანამშრომლობაში.

შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები, მათ შორის ეკონომიკის, განათლების, ტურიზმის და კულტურული კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

აღნიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების წარმატებული თანამშრომლობა და კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის შექმნის მნიშვნელობა.

მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა კორეულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, იმუშაონ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.