კორეის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს
კორეის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

კორეის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს. კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, კორეის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან და საიმიგრაციო სამსახურთან საელჩოს ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური მუშაობის შედეგად, კორეის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ორდინალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ.

საელჩოს ცნობით, სავიზო რეჟიმის გამარტივება გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისათვის 1-5 წლამდე მოქმედების ვადის მქონე მრავალჯერადი ვიზების გაცემას და იგი შეეხება უმაღლესი განათლების მქონე პირებს და სხვადასხვა სფეროს (კერძო სექტორი, სამედიცინო და ა.შ.) წარმომადგენლებს.

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო კორეის ხელისუფლების აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმება.