კორეის ჩემპიონატში ვაკო ყაზაიშვილის ეფექტური ეპიზოდი გამოარჩიეს [ვიდეო] #1TVSPORT
კორეის ჩემპიონატში ვაკო ყაზაიშვილის ეფექტური ეპიზოდი გამოარჩიეს [ვიდეო] #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილი კორეის K ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გამოარჩია და „ულსანში“ გამართული ბოლო შეხვედრის ის ფრაგმენტი გამოაქვეყნა, სადაც ქართველმა შემტევმა ეფექტური ეპიზოდი შესთავაზა მაყურებელს.

ყაზაიშვილმა შეცვლაზე ითამაშა „ულსან ჰიუნდაიში“, რომელიც კორეის ჩემპიონატის ბოლო ტურში „დეჯონთან“ გასვლით მატჩში 1:2 დამარცხდა. 29 წლის ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მხოლოდ 73-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ თავი არც გოლით გამოუჩენია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია.

ამის მიუხედავად, კორეის ჩემპიონატის „ფეისბუქის“ ოფიციალურმა გვერდმა სწორედ ვაკოს ეპიზოდი გამოარჩია, სადაც ყაზაიშვილმა მართლაც შესანიშნავად ითამაშა – საჯარიმოსთან ორი მცველი ჩამოიშორა, საჯარიმოში კიდევ ხუთს (!) გასცდა ეფექტურად და კარში დაარტყა, მაგრამ ბურთი მეკარემ მოიგერია.

„ვაკოს შეტევა – ნამდვილი სიგიჟეა! ლი ჩანგ გეუნმა („დეჯონის“ მეკარე) დაბლოკა ეს დარტყმა“, – წერს K ლიგის (K-LEAGUE) ოფიციალური გვერდი.