კორეაში მწერალმა ნინო სადღობელაშვილმა კორეულ ენაზე პირველი ქართული წიგნი წარადგინა
კორეაში მწერალმა ნინო სადღობელაშვილმა კორეულ ენაზე პირველი ქართული წიგნი წარადგინა

კორეაში მწერალმა ნინო სადღობელაშვილმა კორეულ ენაზე პირველი ქართული წიგნი, 10 ქართველი ავტორის მოთხრობების კრებული წარადგინა.

წიგნი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით კორეულ ენაზე ითარგმნა და Literatur translation Institute of Korea (Ma-eum-Yi-eum) მიერ კორეაში გამოიცა.

მოთხრობების კრებული აერთიანებს რუსუდან რუხაძის, ნუგზარ შატაიძის, ირაკლი სამსონაძის, თეა თოფურიას, ნინო სადღობელაშვილის, გურამ მეგრელიშვილის, ინა არჩუაშვილის, ნინო თარხნიშვილის, ზვიად კვარაცხელიას და გიორგი ლეონიძის ნაწარმოებებს. წიგნი კორეულად თარგმნეს Kim Seok Hee-მ და Lim Jeong Hee-მ.