კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში 500-მდე ლოკაციაზე საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების ამსახველი ბანერები განთავსდა

10:31, 08.10.2026

სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, კოპენჰაგენის, ოსლოსა და სტოკჰოლმის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე, 500-მდე ლოკაციაზე საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების ამსახველი გარე სარეკლამო ბანერები განთავსდა.

მსგავსი