კოპენჰაგენში, აშშ-ის საელჩოსთან გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გეგმების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება
კოპენჰაგენში, აშშ-ის საელჩოსთან გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გეგმების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება

კოპენჰაგენში, აშშ-ის საელჩოსთან  გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გეგმების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება.

როგორც დანიური ტელეკომპანია TV 2 იტყობინება, დემონსტრაციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა.

საპროტესტო აქციის ზოგიერთ მონაწილეს ხელში უჭირავს პლაკატები წარწერებით: „გაიწიე, აშშ“ და „გრენლანდია არ იყიდება“.

ანალოგიური აქცია დღეს დაგეგმილია დანიის ქალაქ ორჰუსშიც.

აშშ-ის საელჩოსთან დემონსტრაცია გრენლანდიაზე ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ვიზიტის შემდეგ დაიგეგმა.

გრენლანდიაში ვიზიტისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ დანიას გრენლანდიის ხალხისთვის კარგი სამუშაო არ ჩაუტარებია.

მისი თქმით, დანიას გრენლანდიის უსაფრთხოებაში საკმარისი ინვესტიცია არ ჩაუდვია.