„კოპალას თასი“ იწყება #1TVSPORT
„კოპალას თასი“ იწყება #1TVSPORT

„კოპალას თასი 2022“-ის გათამაშება იწყება, რომელიც თბილისის „დინამოსა“ და ლანჩხუთის „გურიის“ ნახევარმცველის, ვახტანგ კოპალეიშვილის ხსოვნას ეძღვნება.

კოპალას თასის გათამაშება პირველ დეკემბერს დაიწყება და დასრულდება ფინალური მატჩებით 26 დეკემბერს, ვახტანგ კოპალეიშვილის დაბადების დღეს. 2007, 2010, 2011 და 2013 წლებში დაბადებულებს შორის ტურნირი თბილისში, რუსთავსა და გორში სხვადასხვა საფეხბურთო მოედანზე ჩატარდება, ფინალურ მატჩებს კი თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია უმასპინძლებს.

ნახევარმცველი ვახტანგ კოპალეიშვილი თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ და ლანჩხუთის „გურიაში“. იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976) და ფინალისტი (1980) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1976).

ვახტანგ კოპალეიშვილი თაობების ცნობილი აღმზრდელია. მან 1999 წელს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.