კოპა ამერიკა 2019 - ურუგვაიმ ეკვადორს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა [ვიდეო]
კოპა ამერიკაზე C ჯგუფის გუნდებმა დაიწყეს გამოსვლა. პირველი მატჩი ჩაატარა ტურნირზე ერთ-ერთმა ფავორიტმა ურუგვაის ნაკრებმა, რომელმაც ბელუ-ორიზონტეში ანგარიშით 4:0 გაანადგურა ეკვადორი.
ამ ანგარიშს ხელი იმან შეუწყო, რომ ეკვადორელები 23-ე წუთიდან ათი კაცით თამაშობდნენ – მოედნიდან გააძევეს ხოსე კინტეროსი. სანამ ეს მოხდებოდა, მეექვსე წუთზე ანგარიში გახსნა ნიკოლას ლოდეირომ. კინტეროსის გაძევების შემდეგ კი პირველ ტაიმში ურუგვაის ნაკრების ლიდერებმა – ედინსონ კავანიმ და ლუის სუარესმა თითოჯერ გაიტანეს – 3:0. მეორე ტაიმში ერთადერთი გოლი საკუთარ კარში გაიტანა ეკვადორელთა მცველმა არტურო მინამ. ამ ოთხი გოლიდან განსაკუთრებით ლამაზი მეორე იყო – კავანიმ „მაკრატელათი“ შეძლო გატანა.
C ჯგუფის მეორე შეხვედრა 18 ივნისს გაიმართება – ჩილე იაპონიას შეხვდება და ამ მატჩით დასრულდება ჯგუფური ეტაპის პირველი ტური.
ურუგვაი – ეკვადორი 4:0
გოლები: 1:0 ლოდეირო (6), 2:0 კავანი (33), 3:0 სუარესი (44), 4:0 მინა (78-საკ. კარში)