კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში დაკავებული ორი პირი ადვოკატმა მოინახულა
კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში დაკავებული ორი პირი ადვოკატმა მოინახულა

კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში დაკავებული ორი პირი ადვოკატმა მოინახულა. როგორც უფლებათდამცველმა მევლუდ ჯანჯღავამ განაცხადა, დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც ტერორიზმთან კავშირში არ არის.

ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

„სრულად გავეცანი სისხლის სამართლის მასალებს. საქმე არცთუ ისე მოცულობითია. 236-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვთ წარდგენილი ბრალი, რაც 3-6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე. ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩრეკა. ეს მუხლი ტერორიზმთან საერთოდ არ არის კავშირში, მათი აყვანა მოხდა ქალაქგარეთ. რაც შეეხება ტერორიზმთან კავშირის, საქმის მასალებში ამაზე არაფერია“, – განაცხადა ადვოკატმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში მიმდინარე ოპერატიული საქმიანობისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სპეციალური ოპერაცია ჩატარდა, დაკავებული ორი პირი.