კონსულტაციის მიზნით, პალესტინამ რუმინეთიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან და ჩეხეთიდან ელჩები გაიწვია
კონსულტაციის მიზნით, პალესტინამ რუმინეთიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან და ჩეხეთიდან ელჩები გაიწვია

კონსულტაციის მიზნით, პალესიტანამ ოთხი ქვეყნიდან, რუმინეთიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან და ჩეხეთიდან ელჩები გაიწვია. ამის შესახებ განცხადება პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნების ელჩებმა 14 მაისს იერუსალიმში გამართულ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.