კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატან ცვლილებებს იურიდიულ კომიტეტში განიხილავენ
კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატან ცვლილებებს იურიდიულ კომიტეტში განიხილავენ

საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატან ცვლილებებს დღეს მესამე მოსმენით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ცვლილებები ორი მოსმენით მიღებულია.

ცვლილება შედის ახალმიღებული კონსტიტუციის მე-18 მუხლში, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ეხება.

ამასთან, ახალი ვერსიის თანახმად, გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ.

პროექტი ცვლილებებს ითვალისწინებს პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებულ 50-ე მუხლშიც, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ ტერმინოლოგიურ ცვლილებაზეა საუბარი. ტერმინი „ხმოსანი“ „საარჩევნო კოლეგიის წევრით“ იცვლება.

წინასწარი ინფორმაციით, ცვლილებების პროექტს პარლამენტი 21 მარტის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.