კონსტიტუციაში ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ოზურგეთში გაიმართება
კონსტიტუციაში ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ოზურგეთში გაიმართება

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ოზურგეთში, ფოლკლორის ცენტრში გაიმართება.

განხილვის მთავარი საკითხი 2020 წელს არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებაა. განხილვების დასრულების შემდეგ, მეორე ეტაპი საპარლამენტო განხილვები და პროექტის კენჭისყრაზე გატანაა, რა დროსაც უმრავლესობას ოპოზიციის მხარდაჭერაც დასჭირდება.

„გრძელდება საერთო-სახალხო განხილვები საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება 2020 არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას. განხილვების შემდეგ, პროცესი გადაინაცვლებს საქართველოს პარლამენტში, შესაბამის კომიტეტებში. იმედი მაქვს, რომ უმრავლესობის გარდა, ოპოზიციური ფრაქციები დაუჭერენ ამ ცვლილებებს მხარს და მივიღებთ უკვე კონსტიტუციაში ცვლილებას, რომლის თანახმადაც, მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული წესით“, -განაცხადა პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

დატოვე კომენტარი