კონსტანტინე შარაშენიძე - მჯერა, ოზურგეთი გააკეთებს სწორ, ღირსეულ არჩევანს
კონსტანტინე შარაშენიძე - მჯერა, ოზურგეთი გააკეთებს სწორ, ღირსეულ არჩევანს

ოზურგეთში, მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ არჩევანი უკვე გააკეთა.

„არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ოზურგეთში, მაგრამ ადგილი აქვს დარღვევებს. ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა, მათზე ზეწოლა. მთავარია ბევრი ადამიანი მივიდეს საარჩევნო უბანზე. მჯერა, ოზურგეთი გააკეთებს სწორ, ღირსეულ არჩევანს”,- განაცხადა შარაშენიძემ.

ოზურგეთში მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის, ესენი არიან „ქართული ოცნებიდან” ბეგლარ სიორიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე.

თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურები ტარდება.