კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა
კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჭრილობა სავარაუდოდ, ბასრი საგნით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

კონსტანტინე გამსახურდიას მომხდარის მოტივზე საუბარი უჭირს.

„მდგომარეობა მძიმეა, დაჭრილია გულ-მკერდის არეში. ჯერჯერობით მთავარია, გავარკვიოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემდეგ ის, თუ რა შედეგს დადებს გამოძიება. თავს შევიკავებ წინასწარ იმაზე საუბრისგან, რაც არ ვიცი. პირველადი მონაცემებიდან გამომდინარე, რაც მე მითხრეს ინფორმაცია, ეს არის დანისებრი ბასრი საგანი. არის საკმაოდ საშიში ჭრილობა. ამიტომ, ჯერჯერობით დაველოდოთ, რას იტყვიან ექიმები. პირადი დაპირისპირება, როგორ გითხრათ, ასეთ რაღაცებზე არ ვარ კომპეტენტური, პირადი დაპირისპირება რატომ უნდა ყოფილიყო“ ,- აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.