კონსერვატორიის დიდ დარბაზში, დღეს თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება
კონსერვატორიის დიდ დარბაზში, დღეს თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მე-6 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნება, ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ფესტივალი ორდღიანია და იგი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის, საქართველოს სახალხო არტისტისა და არაერთი პრემიის ლაურეატის, თენგიზ ამირეჯიბის ხსოვნას ეძღვნება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ სახელგანთქმული მუსიკოს-შემსრულებლები. მათ შორის ალექსანდრე კორსანტია (აშშ/საქართველო), თამარ ლიჩელი (საქართველო), კენ აისო (იაპონია), გიორგი ხარაძე (საფრანგეთი/საქართველო), ლევან ცხადაძე (საქართველო), გიორგი გვანცელაძე (საქართველო), მეგი ჩიხრაძე (საქართველო), მირიან ხუხუნაიშვილი (საქართველო), გიგი პიანომენი (საქართველო), საფესტივალო ორკესტრი.
კონცერტები გაიმართება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში.
პროგრამაშია ა.პასკულის, ჯ.ვერდი – ლ.ბასის, ვ.ბელინი – დ.ლორველიოს, ლ. ვან ბეთჰოვენის, ფ.შოპენის, გ.პიანომენის ნაწარმოებები.