კონსერვატორიაში ლადო ათანელის კონცერტი გაიმართება
კონსერვატორიაში ლადო ათანელის კონცერტი გაიმართება

კონსერვატორიის დიდ დარბაზში ლადო ათანელის კონცერტი გაიმართება. საღამო ბარიტონის პედაგოგის, ნოდარ ანდღულაძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება. პროგრამაშია ჰენდელის, გლიუკის, შუმანის, ბრამსის, მასკანის, არაყიშვილის, რახმანინოვისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები.

კონცერტის მიმდინარეობისას ნაჩვენები იქნება საარქივო მასალები, რომელიც ნოდარ ანდღულაძის მოღვაწეობას ასახავს.

ლადო ათანელის კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პირველ დეკემბერს გაიმართება.