კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობისთვის ბრალდებულს, შესაძლოა, სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ

01:23, 14.08.2026

კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობისთვის ბრალდებულს, შესაძლოა, სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ. აღნიშნულს მხარს უჭერენ საქმის პროკურორები, უმკაცრეს სასჯელს კი 23 წლის ტაილერ რობინსონის ადვოკატები არ ეთანხმებიან.

ტაილერ რობინსონის უფლებადამცველის თქმით, იუტის შტატის მკვიდრს სიკვდილით დასჯა არ უნდა მიესაჯოს, რადგან მას მხოლოდ კირკის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი, „მიზანს“ გაარტყა და სხვა შეკრებილებისთვის საფრთხე არ შეუქმნია.

საქმის პროკურორები რობინსონისთვის სიკვდილით დასჯას ითხოვენ. მათი თქმით, როდესაც იუტის უნივერსიტეტში ახალგაზრდამ ჩარლი კირკს ათასობით ადამიანის თვალწინ ესროლა, სხვების სიკვდილის რისკი გამიზნულად შექმნა.

შეგახსენებთ, 31 წლის კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი 2025 წლის 10 სექტემბერს, იუტის შტატის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტაილერ რობინსონი კი თავდასხმიდან 33 საათის შემდეგ დააკავეს.

ცნობისთვის, ჩარლი კირკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ღია მხარდამჭერი იყო.

მსგავსი