„კონსერვატიული პარტიიდან“ გერმანიის კანცლერობის კანდიდატი აცხადებს, რომ გერმანია უნდა კონცენტრირდეს თავდაცვის ხარჯების ზრდაზე

12:22, 21.01.2025

„კონსერვატიული პარტიიდან“ გერმანიის კანცლერობის კანდიდატი ფრიდრიხ მერცი ამბობს, რომ ქვეყანა უნდა კონცენტრირდეს ნატო-ს ხარჯებზე.

მერცის თქმით, შემდგომი წლების განმავლობაში გერმანიის თავდაცვაზე მშპ-ის ხარჯები, სულ მცირე, 2%-ს უნდა შეადგენდეს.

„შემდგომი სამი-ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ, სულ მცირე, 2%-მდე ზრდაზე. ახლა ვხედავთ წელიწადში 30-დან 40 მილიარდ ევრომდე დაფინანსების დეფიციტს და ეს არის ის, რაზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ“, – თქვა კანცლერობის კანდიდატმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არაერთხელ განუცხადებია, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევს ნატო-ს წევრებისთვის თავდაცვაზე მშპ-ის 5%-ის დახარჯვას.

მსგავსი