კონორ მაკგრეგორმა რუსი მეტოქის მამა შეურაცხყო

13:54, 25.08.2018

შერეული ორთაბრძოლების (MMA) ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა რუს ჰაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლისთვის მზადების პროცესში მომავალი მეტოქის მამას შეურაცხყოფა მიაყენა.

მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონმა ამისთვის “ინსტაგრამი” გამოიყენა და ამ გზით სცადა მოახლოებული ბრძოლის წინ, რუსის გაღიზიანება.

აბდულმანალ, შენზე ყველაფერი ვიცი. ყალბი პატივისცემისა და კეთილშობილების უკან იმალები, როგორც შენი ვაჟი. აცახცახებულო მხდალო“, – დაწერა ირლანდიელმა და თან დაურთო ნურმაგომედოვის ფოტო, როცა მაკგრეგორი რუსის ავტობუსს დაესხა თავს.

მაკგრეგორისა და ნურმაგომედოვის ბრძოლა 6 ოქტომბერს, ლას ვეგასში გაიმართება.

მსგავსი