კონორ მაკგრეგორი ფორბსის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში კიდევ ერთხელ მოხვდა
„ფორბსმა“ 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანების სია გამოაქვეყნა. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ცნობილი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი აღნიშნულ სიაში კვლავ მოხვდა. ირლანდიელი 53-ე ადგილზეა.
32 წლის მებრძოლმა კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო. მან ბოლო ბრძოლა დონალდ სერონეს წინააღმდეგ იანვარში (UFC 246) გამართა და 48 წამში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.
„ფორბსის“ თანახმად მაკგრეგორმა „კოვბოისთან“ ბრძოლისთვის $30 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო. ჯამში კი მისმა შემოსავალმა 2020 წელს $48 მილიონი დოლარი შეადგინა.
ფორბსი, ტოპ-100