კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ „ტოიოტა ცენტრი თბილისთან“ მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა
კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ „ტოიოტა ცენტრი თბილისთან“ მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ „ტოიოტა ცენტრი თბილისთან“ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა.

როგორც კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს; შეიმუშაოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად; უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტში განთავსებულ საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი ფასისა და ერთეულის ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება; მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საგარანტიო პირობები და სხვა.

„სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს განესაზღვრა ერთი თვის ვადა სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სააგენტოსთან გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც კომპანიას ევალება, თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს“, – ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.