კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ფარმაციის ახალი პლატფორმის პრეზენტაცია გამართა
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ფარმაციის ახალი პლატფორმის პრეზენტაცია გამართა

ქართული ფარმაცევტული ბაზრის მიმოხილვა და კონკურენციის დაცვის მექანიზმები, – ამ საკითხებზე კონკურენციის სააგენტოს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.

მსჯელობას ჯანდაცვის სამინისტროს, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ზემოთ ნახსენები ფარმაციის პლატფორმის პროექტის პრეზენტაციაც გაიმართა, რომლის განხორციელების შემთხვევაში, სპეციალისტების თქმით, მომხმარებელს მედიკამენტების შეძენა გაცილებით დაბალ ფასად, მისთვის ხელსაყრელ ადგილას შეეძლებათ.

„სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ჩამოსული არიან ევროპელი ექსპერტები, რათა მათი მხრიდანაც მოხდეს ევროპული პრაქტიკის გაზიარება. გვაქვს ორი მთავარი საკითხი. მე მაქვს პრემიერისგან დავალებული, რომ აღნიშნული სფეროს ანალიზი განხორციელდეს სიღრმისეულად და როგორც კი დასრულდება, დეტალურ ანგარიშს წარვადგენთ მომხმარებლის წინაშე“, – განაცხადა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ასევე, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მსჯელობა გაიმართა იმ ახალ პლატფორმაზე, რომელმაც მოსახლეობას მედიკამენტებზე წვდომა უნდა გაუადვილოს.

„ასევე შეხვედრაზე საუბარი შედგა ახალი ვებპორტალის შესახებ, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება საქართველოში არსებულ ქსელებში მოძებნოს მისთვის საჭირო მედიკამენტი ფასისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით“, – განაცხადა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა.