კონკურენციის სააგენტო პურის ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს
კონკურენციის სააგენტო პურის ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს

კონკურენციის სააგენტო პურის ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს. თემაზე კომენტარს უწყების ახალი ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე აკეთებს და ამბობს, რომ შესწავლა ხორბლის იმპორტის, ფქვილის წარმოებისა და პურის წარმოების კომპონენტში მიმდინარეობს.

„არსებობს ორი ძირითადი ფორმა, როდესაც სააგენტო ახორციელებს თავის უფლებამოსილებას. ეს არის პირველი ეტაპი – მონიტორინგის პროცესი, რომელიც ვადებში შეზღუდული არ არის და გულისხმობს პირველადი ინფორმაციის მიღებას, ამ ინფორმაციის გადამუშავებასა და ამის შემდგომი ეტაპია მოკვლევა, რომელსაც გააჩნია საკუთარი ვადები. ამ ვადებში უკვე არის ვალდებულება, რომ ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი. სამწუხაროდ, მონიტორინგის პროცესში კომპანიებს არ გააჩნიათ ვალდებულება, რომ ინფორმაციის მიწოდება აუცილებლად უზრუნველყოს, რაც ხდება მოკვლევის პროცესში. ამიტომ, მონიტორინგი შედარებით გრძელვადიანი პროცესია. იგივე ხდება პურთან დაკავშირებით, ნავთობთან დაკავშირებით, ფარმაციის სექტორთან დაკავშირებით. ამიტომ, ნებისმიერ ეტაპზე, როდესაც მოკვლევის დაწყების საფუძველი გაჩნდება, მონიტორინგის შემდეგ არის შესაძლებელი ამ პროცესის განხორციელება”, – განაცხადა ლექვინაძემ.

კონკურენციის სააგენტომ პურის გაძვირების მიზეზების შესწავლა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დავალებით 2018 წლის დეკემბერში დაიწყო.