კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული უწყების მხრიდან შესაძლო დარღვევის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული უწყების მხრიდან შესაძლო დარღვევის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის მიერ სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის მოკვლევა დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, თემა ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მოწყობასა და აკრედიტაციის მისაღებად საჭირო სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე გაცემული უარის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას.

„მოკვლევის ფარგლებში, სააგენტო აგრეთვე განახორციელებს „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის“ მიერ, ანალოგიურ საკითხებთან დაკავშირებით, სააგენტოში წარმოდგენილ განცხადებებში მითითებული ფაქტებისა და გარემოებების შესწავლას.

სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის დაწყებიდან ექვსი თვის ვადაში. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა საქმის შესწავლა 18 თვემდე გაგრძელდეს.

ამ დროისთვის, მიმდინარე რეჟიმშია ორი საქმის მოკვლევის პროცესი – სათარჯიმნო სექტორში – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, შეთანხმებული ქმედების გამოვლენის მიმართულებით და სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში – არასამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენის ფაქტზე. შესწავლის პროცესშია ორი დაგეგმილი კონცენტრაცია და ერთი ბაზრის მონიტორინგი. 2021 წელს სააგენტომ ხუთი მოკვლევის საქმე და ერთი ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, სამ კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა“, – აღნიშნულია კონკურენციის ეროვნულi სააგენტოს ინფორმაციაში.