კონგრესმენი სტივ ჩაბოტი - ქართველი სამხედროები ავღანეთში ჩვენს გვერდით თავდადებით იბრძვიან, რისთვისაც მადლიერნი ვართ
კონგრესმენი სტივ ჩაბოტი - ქართველი სამხედროები ავღანეთში ჩვენს გვერდით თავდადებით იბრძვიან, რისთვისაც მადლიერნი ვართ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით იმყოფება, კონგრესმენ სტივ ჩაბოტს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებულ საკითხებს შეეხო. მაღალი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. კონგრესმენმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენს ერებს შორის ურთიერთობა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანია. მე ვთვლი, რომ ორივე ქვეყანა მადლიერია საქართველოს როლით, მაგალითად, ავღანეთში, სადაც ჩვენი და ქართველი სამხედრო პერსონალი გვერდიგვერდ იბრძვის თავდადებით და ჩვენ მადლიერები ვართ ამისათვის. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდეს და გაძლიერდეს.

საქართველოს სრული უფლება აქვს საკუთარ მიწებზე, ხოლო რუსეთი საკმაოდ დიდი ხანია ახდენს ქართული მიწის ოკუპაციას სამხრეთ ოსეთსა თუ აფხაზეთში. მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და ეს ტერიტორიები საქართველოა და არა რუსეთი“, – განაცხადა სტივ ჩაბოტიმ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.