კონგრესმენი მაიკ მაკკოლი – ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა პასუხი აგებინოს ამ აქტორებს ქართველი ხალხის ჩაგვრის, მათი უფლებებისა და სურვილების უგულებელყოფისთვის
ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა პასუხი აგებინოს ამ აქტორებს ქართველი ხალხის ჩაგვრისა და მათი უფლებებისა და სურვილების უგულებელყოფისთვის, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მაიკლ მაკკოლმა განაცხადა.
რესპუბლიკელი კონგრესმენის, მაიკლ მაკკოლის ამ განცხადებას „იქსზე“აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტი ავრცელებს.
„გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების მმართველის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, დიდი ხნის დაგვიანებულია. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა პასუხი აგებინოს ამ აქტორებს ქართველი ხალხის ჩაგვრისა და მათი უფლებებისა და სურვილების უგულებელყოფისთვის“, – წერს მაკკოლი.
CHM @RepMcCaul: “Expanded, meaningful sanctions on senior Georgian officials, including the government’s corrupt puppet-master Bidzina Ivanishvili, are long overdue. The Biden-Harris administration must act immediately to hold these actors accountable for their oppression of the…
— House Foreign Affairs Committee Majority (@HouseForeignGOP) December 23, 2024