კონგრესმენი ბილ კიტინგი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ბევრი ვფიქრობთ, რომ საქართველო პრიორიტეტია, ვგრძნობთ, რომ ის არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
კონგრესმენი ბილ კიტინგი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ბევრი ვფიქრობთ, რომ საქართველო პრიორიტეტია, ვგრძნობთ, რომ ის არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით

დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ ასახა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ბილ კიტინგმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ბევრი მიმართულებით. ეკონომიკა, უსაფრთხოება, პარტნიორობა – თანამშრომლობის ამ მნიშვნელოვან მიმართულებებზე ვისაუბრეთ. წარმომადგენელთა პალატაში ბევრი ადამიანი, ჩემი ჩათვლით, ვფიქრობთ, რომ საქართველო პრიორიტეტია და ვგრძნობთ, რომ ის არის დემოკრატიის თვალსაზრისით მოწინავე პოზიციაზე. ხორციელდება რეფორმები ამ დემოკრატიის განსამტკიცებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ ნათლად ასახა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა კონგრესმენმა ბილ კიტინგმა.