კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა – ევროკავშირი ხშირად სჯის ქვეყნებს, რომლებიც მის პოლიტიკას არღვევენ, დროა, ბლოკთან კავშირი გავწყვიტოთ და ცალკეული ერების სუვერენიტეტი აღვადგინოთ
რესპუბლიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა აცხადებს, რომ ევროკავშირი ხშირ შემთხვევაში სჯის იმ სახელმწიფოებს, რომლებიც გაერთიანების პოლიტიკას არღვევენ.
მისივე თქმით, ევროკავშირთან კავშირის გაწყვეტის და მსოფლიო მასშტაბით სახელმწიფოების სუვერენიტეტის აღდგენის დრო დადგა.
„ევროპული ერები იმსახურებენ, რომ მათ სუვერენიტეტის პატივი სცენ, თუმცა ევროკავშირი ხშირად სჯის იმ ქვეყნებს, რომლებიც მის პოლიტიკას არღვევენ. დროა, ევროკავშირთან კავშირი გავწყვიტოთ და აღვადგინოთ ცალკეული ერების სუვერენიტეტი როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში“, – წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი სოციალურ ქსელ X-ზე.
European nations deserve to have their sovereignty respected, yet the EU often punishes countries that step out of line with its policies. It’s time to ditch the EU and restore sovereignty to individual nations, in Europe and across the globe. pic.twitter.com/VJGVVw9uLJ
— Rep. Anna Paulina Luna (@RepLuna) February 10, 2026