კონგრესმენი ალექს ქსავიერ მუნი - გვახარებს, რომ რეგიონში საქართველოს სახით კარგი მეგობარი გვყავს, საქართველოსა და აშშ-ს სურთ ერთმანეთთან მეგობრობა
კონგრესმენი ალექს ქსავიერ მუნი - გვახარებს, რომ რეგიონში საქართველოს სახით კარგი მეგობარი გვყავს, საქართველოსა და აშშ-ს სურთ ერთმანეთთან მეგობრობა

ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ კარგი მეგობარი გვყავს ამ რეგიონში, საქართველოსთა და აშშ-ს სურთ ერთმანთთან მეგობრობა, – ამის შესახებ კონგრესმენმა ალექს ქსავიერ მუნმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, კონგრესმენთა დელეგაცია სტუმრად იმყოფება საქართველოსადმი მხარდაჭერის ნიშნად.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაგვაცნო ინფორმაცია გადადგმული ნაბიჯების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის, მშვიდობისა და მეზობლების დახმარების კონტექსტში. ასევე ვისაუბრეთ ეკონომიკური რეფორმების შესახებ. საუბრისას შევეხეთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის, მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხს. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ კარგი მეგობარი გვყავს ამ რეგიონში. საქართველოსთან მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო შეერთებულ შტატებთან მეგობრობა საქართველოს სურს. ეს სრულად გვაქვს გაცნობიერებული და აქ საქართველოსადმი მხარდაჭერის ნიშნად ვართ. გვაწუხებს რუსეთიდან მომდინარე აგრესია. საქართველოსთან მუშაობას ვაგრძელებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ აქ მდგომარეობა უსაფრთხო და დაცული იყოს“, – აღნიშნა კონგრესმენმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.