კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შეზღუდვის შესახებ რეზოლუციის პროექტს დღეს უყრის კენჭს
კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შეზღუდვის შესახებ რეზოლუციის პროექტს დღეს უყრის კენჭს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის რეზოლუციის პროექტს, რომელიც დონალდ ტრამპისთვის ირანთან დაკავშირებით სამხედრო მოქმედებების შეზღუდვას ითვალისწინებს. ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„ადმინისტრაციამ უნდა იმუშავოს კონგრესთან, რათა შემუშავდეს მყისიერი, ეფექტიანი, დეესკალაციისკენ მიმართული სტრატეგია მომავალში ძალადობის პრევენციისთვის“, – წერს ნენსი პელოსი.

წარმომადგენელთა პალატა რეზოლუციას დღეს უყრის კენჭს.

აღსანიშნავია, რომ 8 იანვარს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრები, მათ შორის მაიკ პომპეო, კონგრესის წევრებს შეხვდნენ და ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.