კონგრესი დონალდ ტრამპის მიერ ძალაუფლების შესაძლო ბოროტად გამოყენებაზე ინფორმაციის მოპოვებას აპირებს
დონალდ ტრამპის მიერ ძალაუფლების შესაძლო ბოროტად გამოყენების საქმეზე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ინფორმაციისთვის 60 მოთხოვნას გაგზავნის.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი 4 მარტს თეთრ სახლს, იუსტიციის დეპარტამენტსა და ამერიკული ისტებლიშმენტის სხვა წარმომადგენლებს მოთხოვნას გაუგზავნის. დემოკრატების მიერ კონტროლირებული წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან ერთად, შესაძლო კორუფციისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის გამოძიებასაც გეგმავს.
წარმომადგენელთა პალატას ინფორმაციის მიღება დონალდ ტრამპ უმცროსისგან და სამშენებლო კომპანია „ტრამპ ორგანიზეიშენის“ ფინანსური დირექტორისგანაც სურს. გავრცელებული ცნობით, დონალდ ტრამპი შიშობს, რომ პროცედურის მონაცემები შესაძლოა, პირდაპირ შეეხოს მის ბიზნესს და პერსპექტივაში მიულერის გამოძიებაზე მეტ ზარალს მიაყენებს.