კონგოში, მაღაროში ნგრევის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა
კონგოში, მაღაროში ნგრევის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა

კონგოში, მაღაროში ნგრევის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. ოპერაციაში აქტიურად არიან ჩართულნი სამხედრო მოსამსახურეებიც.

აფრიკულ სახელმწიფოში ტრაგედია კომპანია „გლენკორისბაზალტისა და სპილენძის საბადოში მოხდა, როდესაც ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც მაღაროს გარკვეული ნაწილის ნგრევა გამოიწვია.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, მაღაროებში მომუშავე პერსონალი მუშაობის ძველმოდურ და უკანონო მეთოდებს მიმართავს, რასაც ყოველწლიურად ათობით ადამიანი ეწირება.